|
|
უპირატესობები
-
მოხერხებული ადმინისტრირება - პროგრამა არის უაღრესად იოლად ასათვისებელი და ასევე იოლად გამოსაყენებელი. ტექსტთან მუშაობა მთლიანად დაფუძნებულია მძლავრ ვიზუალურ რედაქტორზე და არ არის მაღალკვალიფიციური (=მაღალანაზღაურებადი) სპეციალისტის მოზიდვის აუცილებლობა.
-
სასწავლო რესურსები - შემუშავებულია სპეციალური პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ სისტემასთან მუშაობის ათვისება.
-
ტექნიკური მხარდაჭერა - ყველა მომხმარებელს ჩვენ ვუწევთ მაღალკვალიფიციურ დახმარებას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით - ტელეფონი, ელ-ფოსტა, ონლაინ დახმარება და სხვა.
-
მუდმივი განახლებები - სისტემა მუდმივად განახლების პროცესშია: იხვეწება არსებული და მუშავდება ახალი მოდულები, ხდება ალგორითმების ოპტიმიზაცია, ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოყენება.
-
მზა მოდულების დიდი არჩევანი - სხვადასხვა მოდულების მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია საიტზე განათავსოს არა მხოლოდ ტექსტური ბლოკები, არამედ სიახლეები, უკუკავშირის ფორმები, პროდუქტების კატალოგები და მრავალი სხვა.
-
საკუთარი მოდულების შექმნის შესაძლებლობა - იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც შტატში ჰყავთ პროგრამისტები, შეუძლიათ შექმნან და სისტემაში ჩართონ საკუთარი მოდულები.
|
|