დახმარება ხ.დ.კ. განახლებები მოთხოვნები დისტრიბუტივები 
თქვენი ელ-ფოსტა
იყენებთ თუ არა საიტის მართვის სისტემას?
  ვიყენებ ფასიანს
  ვიყენებ უფასოს
  არ ვიყენებ



ხ.დ.კ.

შეიძლება თუ არა თქვენი სისტემის ლოკალურ სერვერზე დაყენება და საიტის შექმნის შემდეგ მისი განთავსება ინტერნეტში არსებულ სერვერზე?
 
დიახ. ამ პრინციპით მუშაობს ბევრი ჩვენი მომხმარებელი. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ლოკალურ კომპიუტერზე Apache, MySQL და Zend Optimizer-ის დაყენება და კონფიგურირება.
 
 
შესაძლებელია თუ არა თქვენს სისტემასთან მუშაობა ბრაუზერის  - Firefox  მეშვეობით?
 
მოცემულ ეტაპზე ეს შეუძლებელია, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით .
 
 
რაზეა მიბმული დიზაინის ცვლილება?  HTML თუ Smarty? რამდენად ადვილია მისი ცვლილება? რას ემყარება მოდულების პროგრამირება?
 
ეს არის HTML. ყოველ მოდულს გააჩნია საკუთარი ინტერფეისი დიზაინის ცვლილებისათვის. ამის გამო მთელი საიტის დიზაინის პარამეტრების ცვლილება ბევრად მარტივად ხდება, ვიდრე Smarty-ს შემთხვევაში. დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ გაეცნოთ მართვის სისტემის ბაზაზე საიტის შექმნის სასწავლო პროგრამას.
 
 
შეიძლება თუ არა ერთ ლიცენზიის გამოყენება ორი ან მეტი საიტისათვის?
 
არ შეიძლება. ლიცენზია გაიცემა ერთ საიტზე. თუმცა დომენური სახელების რაოდენობა ერთ საიტზე არაა შეზღუდული.
 
რა საწყისი ცოდნა ესაჭიროება მომხმარებელს S.Builder-თან მუშაობისათვის?
 
სასურველია ინტერნეტში ორიენტირება (ბმულების არსი და ა.შ.) და MS Word-თან მუშაობის გამოცდილება. რაიმე სპეციფიური ცოდნა პროგრამირების სფეროში აუცილებელი არ არის.
 
რა ცოდნა მოეთხოვება S.Builder-ზე საიტის შემქმნელს?
 
მას უნდა შეეძლოს საიტის შექმნა, ანუ, როგორც მინიმუმ, იცოდეს HTML. სხვა სპეციფიური ცოდნა პროგრამირების სფეროში სავალდებულო არ არის.
 
შეიძლება თუ არა სისტემაში მოდულების ჩამონათვალის შეცვლა  სისტემის ხელახალი ინსტალაციისა და აწყობის გარეშე?
 
შეიძლება. თქვენი სისტემის კომპლექტაცია მითითებულია გასაღებში. ამდენად, საკმარისია ჩვენგან ახალი გასაღების მიღება.
 
 
როგორ მოვიქცეთ, თუ საჭიროა განყოფილებების ნაწილის ასახვა როგორც მესამე დონის დომენებისა?
 
ყველაფერი დამოკიდებულია ჰოსტინგ-სერვერის მუშაობის პრინციპზე. თუ ქვედომენი წარმოადგენს ძირითადი საიტის ქვეკატალოგებს, მაშინ საკმარისია ერთი სისტემა და, შესაბამისად, ერთი ლიცენზია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველ ქვედომენზე საჭირო გახდება ცალკე სისტემის დაყენება.
 
ინახება თუ არა მთელი კონტენტური ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში?
 
ინახება. სისტემა ახდენს სტატიკური კონტენტის გენერირებას სტატიკურ ფაილებში (დიზაინი, ტექსტი), თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი პარალელურად ინახება მონაცემთა ბაზაში. ცვლილებებისას სისტემა უბრალოდ იღებს ამ მონაცემებს ბაზიდან და ახდენს დისკზე მათთან დაკავშირებული ფაილების ხელახალ გენერაციას.
 
არ მუშაობს ვიზუალური რედაქტორი გვერდებზე. ან უბრალოდ არ ჩნდება, ან გვაქვს შეტყობინება “არ არსებობს ობიექტის ან თვისების მხარდაჭერა”.
 
შექმენით ძირითად დირექტორიაში ფაილი .htaccess ჩანაწერით: Addtype text/plain .htc
 
როგორ შეიძლება მენიუში დონეების რაოდენობის გაზრდა?
 
სისტემის პარამეტრებში: “ადმინისტრატორის მენიუ” – “სისტემის პარამეტრები” შეგიძლიათ მიუთითოთ დონეების რაოდენობა მენიუსა და განყოფილებებში. ღოგორც ძირითადი, გამოიყენება 3.
 
საიტზე მჭირდება მრავალდონიანი მენიუს გაკეთება, მაგრამ დიზაინის შაბლონის აწყობისას გვერდზე ჩანს მხოლოდ მენიუს პირველი დონე. რაში მდგომარეობს შეცდომა?
 
მენიუს დიზაინის შაბლონში ყოველ დონეს აქვს პუნქტი “პუნქტი ქვეპუნქტებით”. იქ უნდა მიუთითოთ ადგილი, სადაც მოხდება ქვეგანყოფილებების ჩვენება.
 
ეს კეთდება ტეგით {ITEM_SUB} ("ქვეპუნქტების ჩვენება" ჩამოსაშლელ სიაში). სავარაუდოდ, თქვენ ეს არ მიგითითებიათ და სისტემამ უბრალოდ არ იცის, სად აჩვენოს შემდეგი დონის მენიუს პუნქტები.
 
მოგვაწოდეთ დეტალური ინსტრუქცია როგორ უნდა გადავიტანოთ მზა საიტი შემსრულებლის დომენ-ჰოსტინგიდან დამკვეთის დომენ-ჰოსტინგზე. იგულისხმება, რომ გასაღები არის, ჰოსტები და დომენები განსხვავებულია.
 
დამკვეთის სერვერზე დგება სისტემის ჩვეულებრივი დისტრიბუტივი (თუ გამოიყენება 3.0 ან უფრო მაღალი ვერსია, სასურველია ინსტალაციისას აირჩეს ვარიანტი “არ დაინსტალირდეს  მონაცემთა ბაზა”). სერვერზე აიტვირთება ყველა აუცილებელი ფაილი (სურათები, .doc, .zip, .css და ასე შემდეგ). ყურადღება: საიტის გვერდების გადაწერა საჭირო არ არის, სისტემა მათ თავად შექმნის. ფაილების კოპირების შემდეგ უნდა შეიცვალოს მათი უფლებები, რომ შესაძლებელი იყოს მათი რედაქტირება მართვის სისტემიდან.
 
 
სისტემის დაყენებისას გამოდის შეტყობინება, რომ არ არსებობს დირექტორიაში ჩანაწერის გაკეთების უფლება, თუმცა ძირითად საქაღალდეში მითითებულია უფლება 777.
 
  1. შეამოწმეთ გზა თქვენი საიტის ძირითადი დირექტორიისაკენ (ინსტალაციის პროგრამა ყოველთვის ვერ ახერხებს გზის სწორად განსაზღვრას).
  2. გზა უნდა მთავრდებოდეს “/ ”-ით. თუ ეს სიმბოლო აკლია, დაამატეთ.
 
საწყისისაიტის რუკა კონტაქტი